საინჟინრო გეოლოგია

ჩვენ ვუზრუნველყოფთ უმაღლესი დონის გეოლოგიურ კვლევას თქვენი მშენებარე პროექტის ხარისხიანად განხორციელებისთვის.

შენობა ნაგეგობა მშენებლობის აიქონი

გეოლოგიური კვლევა

მისი დახმარებით ხდება მშენებლობის ხარისხის შეფასება და სავარაუდო რისკების გამოვლენა

რა არის საინჟინრო გეოლოგია?

საინჟინრო გეოლოგიური კვლევა გვეხმარება მშენებლობისთვის განკუთვილი ტერიტორიის, ნაგებობების საძირკვლის გრუნტის ვარიგისიანობის და ხარისხის დადგენაში.

საქართველო სეისმურად აქტიური რეგიონია, შესაბამისად, ყველანაირ გათვლას და დეტალს კონსტრუქციის სეისმომდგრადობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მომსახურების ჩამონათვალი:

ხარისხიანი საინჟინრო გეოლოგიური მომსახურების მისაღებად აუცილებელია მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრუნტის შესწავლა.
  • საინჟინრო გეოლოგიური კვლევა.
  • საექსპერტო დასკვნა (საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა).

F.A.Q.

დამატებითი ინფორმაციისთვის და მომსახურების ფასის დასაზუსტებლად, გთხოვთ დაუკავშირდეთ და გაესაუბროთ ჩვენს პროფესიონალ გეოლოგს.

საჭირო არის თუ არა საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარება სახლის აშენებამდე?

დიახ, აუცილებელია, რადგან ამ კვლევის შემდეგ აკეთებენ გათვლას თუ როგორი უნდა იყოს სახლის ფუნდამენტი.

რას გვაძლევს გეოლოგია ჩვენი მიწის ნაკვეთისთვის?

ხდება გამოსაკვლევი ნაკვეთის ნიადაგის შესწავლა: მისი მდგრადობა, წყალქვეშა დინებები და ბევრი სხვა. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი ხდება რეკომენდაციის გაწევა უსაფრთხო და ხარისხიანი მშენებლობისთვის.

რა მოხდება, თუ ავაშენებთ სახლს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის გარეშე?

გრუნტი, ნიადაგი, რომელზეც იგეგმება მშენებლობა – განსხვავებულია. საინჟინრო გეოლოგია გვეხმარება იმის დადგენაში თუ კონკრეტულად რა არის საჭირო იმისთვის, რომ მშენებლობა იყოს უსაფრთხო (სადრენაჟო სისტემა, ფუნდამენტის გაძლიერება და ა.შ). იმ შემთხვევაში , თუ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის (საექსპერტო შეფასების) შედეგები არ იქნება გათვალისწინებული მშენებლობისას, არსებობს საფრთხე, რომ შენობა გაიბზაროს, გახდეს ავარიული და საფრთხე შეუქმნას ადამიანებს.

Skip to content